ანონსები
5 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია საქართველოს უნივერსიტეტში გამართავს სტუდენტურ განხილვას მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის შესახებ.
ასოციაციას, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციას, აქვს ინიციატივა, რომ მოცემულ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მოისმინონ მათი აზრი და გააცნონ მიმდინარე ცვლილებების ძირითადი და
საკვანძო საკითხები.
თარიღი: 05.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #420, მის: კოსტავას 77ა
დრო: 17:00